19/09/2013

ვახტანგ ხარჩილავა-რაგადანც ქართი (გოგი გაჩეჩილაძეს)

''-რაგადანც ქართი!-
ნახე,როგორ ჟღერს?
რაგადანც ქართი
ანუ ლაპარაკობს თბილისი.''
ჩართავ დილით რადიოს და
გესმის:
-რაგადანც ქართი!
მთები დაიძრნენ თითქოს,
არაგვის და ინგირის ზათქი ისმის ერთად:
-რაგადანც ქართი!
ჰა როგორია?-''
მეუბნება ბატონი გოგი.


***

საქართველოში ვერა და ვერ გაიგეს
თუ რას ნიშნავს საქართველო.
მითუმეტეს ვერ გაიგეს
თუ რას ნიშნავს ერთიანი საქართველო.
დასაბამიდან დღემდე
ეს სულ რამდენიმე კაცს ესმოდა,
მაგრამ მათი ხმაც ისე იკარგებოდა
როგორც უდაბნოში მოღაღადე ხმა
''უდაბნო ლურჯად ნახავერდები'',
წყალუხვი,
ლბილი,
ხავერდოვანი,
მაგრამ მაინც ხრიოკი.
უმეცრებით და ამპარტავნობით გაჯერებული,
სადაც მრავლად ცხოვრობენ
პატარ-პატარა შახები,
პატარ-პატარა ფაშები,
პატარ პატარა ხონთქრები და
ამირები,
რომელთაც არ შეუძლიათ რა
სხვათა სამშობლოს დაპყრობა
საკუთარ სამშობლოს იპყრობენ
და ამით იცხრობენ
მოძალებულ პატივმოყვარეობას.
აქ,შეითანბაზართან,
მუშტს რომ დაარტყამს მბრძანებელი,
იქ,პროვინციებში,
შიშისგან ფაღარათი უნდა დაემართოთ
ქვეშემრდომებს.
აქ,ეს რომ დასჭყივლებს,
იქ,პროვინციებში,
ყველა უნდა ძრწოდეს და
მუხლებზე უნდა ეცემოდეს.
ვინ თქვა საქართველო
ჩონგურიაო,
საქართველო ჩონგური კი არა
დოლია,
რომელზეც შალახოს და კინტაურს
უკრავენ
ადგილობრივი მნიშვნელობის შახინშაჰები...


***
-ლაპარაკობს თბილისი!
მაგრამ თბილისი კი არ ლაპარაკობს,
თბილისი ყვირის!
თბილისი იმუქრება!
თბილისი აშინებს!
ხოლო ბატონი გოგი
წერს და წერს ჭკვიანურ წერილებს,
რომ თბილისი ზოგჯერ
ავ დედინაცვალს ჰგავს,
რომელიც ღვიძლ შვილება
მობეზრებული გერებივით ტუქსავს.
წერს და წერს ბატონი გოგი,
მაგრამ ირგვლივ უდაბნოა
და ამ უდაბნოში
წერაც და კითხვაც ისეთივე უაზრობაა
როგორც კედელზე ცერცვის შეყრა...


No comments:

Post a Comment

ლაშა გვასალია-ფხოსარე დო ბჟას ვონჭუქ

  ჩქიმ ხოსარს მუ ოხვარ გურჭუელო ერჩქინელს, უჭარ ლერსიშ ოფუტეს მუნაფეფშა მერჩქინელს... "ძია ბძირ დო კაკა ბძირ" აგოთანაშ ეზმოჯეს, ბო...