04/12/2013

ვახტანგ ხარჩილავა-არძაშ უმოს უბედური.

არძაშ უმოს უბედური
ამდღა
იშენ მარგალი რე,
გიყურებ და კვდება გული, გიჯინექ დო მანგარინე.
ვაგმაგინ: მაფშალია,
ვის უხმობს და ვისთვის გალობს.
დაღლილი და დამშვრალია, ჩქიმი სქვამი სამარგალო.
ლაზი რე დო, ჭანი რე დო, არძა ართო მარგალი რე. ჭირში ვინ გყავს საიმედოდ? რხინც ირკოჩი მანგარინე.
მუში დუდიშ უბედური,
ამდღა იშენი მარგალი რე,
გიყურებ და კვდება გული, გიჯინექ დო მანგარინე.

03/12/2013

ჩქიმი ნინა მარგალური,ბათუმელი ბლოგერის შესანიშნავი სტატია!

წაიკითხეთ,არ ინანებთ!
http://mollybloomsday.com/2013/12/01/chqim-margalur-nina/

ოჯახური ლეგენდის თანახმად, სამი წლისას, სოფლიდან დაბრუნებულს, გაკვირვებით მითქვამს – მამა სულ მთლად გარუსებულა, რუსულად ლაპარაკობს-მეთქი.
რა მექნა, პატარა ვიყავი მაშინ, ქართულის გარდა მხოლოდ რუსულის არსებობა ვიცოდი და ის ენა, მამა, ბებიები და მეზობლები რომ ლაპარაკობდნენ, ქართულს ვერაფრით მივამსგავსე.
ცხადია, მაშინვე ამიხსნეს, რომ ეს რუსული კი არა, მეგრული იყო – ჩემი მეორე მშობლიური ენა, რომელსაც აუცილებლად ვისწავლიდი.
მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. შინ ქართულად ვსაუბრობდით, ბათუმში, გასაგები მიზეზების გამო, დიდი პრაქტიკა ვერ მექნებოდა და სამეგრელოში გატარებული ზაფხულის არდადეგები მაინცდამაინც ვერ შველოდა საქმეს. თუმცა სისხლის ყივილს დროდადრო, ეტყობა, მაინც ვგრძნობდი და მუსიკალურის მეორე თუ მესამე კლასში, კონცერტზე, “ცირას” განსაკუთრებული გზნებით ვუკრავდი.
მერე, თინეიჯერობისას, როგორც ხდება ხოლმე, მეამბოხე სულმა და თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლამ თავისი გაიტანა და მშობლებს კატეგორიული უარი განვუცხადე მეგრულის სწავლაზე  – ქართულიც მეყოფა-მეთქი.
დღემდე ასეთი უვიცი ვარ – მეგრელი, რომელიც მეგრულად ვერ ლაპარაკობს.
არა, გაქცეულ მეგრელს კი მოვაბრუნებ, მაგრამ… მეგრული თუ იციო, რომ მკითხავენ, უხერხულად ვიწურები და თავის მართლებას ვიწყებ.
ჰოდა, საშინლად მეხარბება იმათი, მამა-პაპის ენა რომ არ დაუკარგავთ. რაღა შორს წავიდე – აქვე, მეზობლადაც არიან, ბლოგოსფეროში: მალინა, ერთიმეორეზე ლამაზლექსებს რომ თარგმნის და რუსო – ამ პოსტის კონსულტანტი, თავანკარა მეგრულით მოსაუბრე ინგლისური ფილოლოგიის პროფესორი.
კარგად მახსოვს, რა ალიაქოთი მოჰყვა ვიკიპედიაში მეგრული ფურცლების გაჩენას. არიქა, პარალელურ  ენას ამკვიდრებენ, ქართველობას გვართმევენო – იმ დღეებში მოსმენილი ყველაზე უწყინარი სისულელე, ალბათ, ეს იყო. სეპარატიზმზე კივილს და ამგვარ ნაბოდვარს აღარ გავიმეორებ – ბლოგიც მიყვარს და მკითხველსაც დიდ პატივს ვცემ.
ქართველობის ჩემთვის გაუგებარი საფრთხისგან დამცველებს თუ შემოუცდათ ფეხი, იქნებ დალაგებულად ამიხსნან, რა საფრთხეს უქადის მეგრული ენის პოპულარიზაცია სახელმწიფოს ერთიანობას – მადლობელი დავრჩები
ფეისბუქზეც ცდილობს რამდენიმე ჯგუფი მეგრულის გავრცელებას – ლექსებს დებენ, სიმღერებს, თარგმანებს… იქაც არ ასვენებენ და ბრიყვული კომენტარებით იკლებენ.
თუმცა  ბრიყვული კომენტარი რა გასაკვირია, როცა ორდიპლომიანი ხალხი სრული სერიოზულობით მსჯელობს “ნამდვილ თბილისელებსა” და “ჩამოსულებზე” და მეგრულ აქცენტს ნაკლად მიიჩნევს…
ვკითხულობ და ვამჩნევ – საპროტესტო ნოტები გამოერია პოსტს, აი, ისეთი, მოქალაქე ბლუმს რომ მოუხდებოდა. არადა, ღმერთი, რჯული, სულ სხვა რამის თქმას ვაპირებდი.
ალბათ, იმისას, რომ მეგრული ჟღურტულის გაგონებაზე გული მინათდება, უცრემლოდ ვერ ვუსმენ “ჩელას” და დღესაც მახსოვს ლექსი, ბებია რომ მიკითხავდა ოდიშში: “ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა – მუმა ჩქიმი…”
თხუთმეტი წლის მოლის ეს პოსტი რომ წაეკითხა, ჯერ, ალბათ, თვალებს არ დაუჯერებდა, მერე ტუჩს აიბზუებდა და მწარე კომენტარებსაც არ დაიშურებდა, მაგრამ ამ სიბერეში შემიძლია გულზე ხელი დავიდო და ისე გითხრათ: ცოტა რამეს თუ ვნანობ მთელი გულით და ერთი ის არის, რომ მეგრული არ ვისწავლე თავის დროზე და ვერც ჩემს შვილიშვილს ვასწავლი…

ლაშა გვასალია-ფხოსარე დო ბჟას ვონჭუქ

  ჩქიმ ხოსარს მუ ოხვარ გურჭუელო ერჩქინელს, უჭარ ლერსიშ ოფუტეს მუნაფეფშა მერჩქინელს... "ძია ბძირ დო კაკა ბძირ" აგოთანაშ ეზმოჯეს, ბო...