10/06/2017

გიორგი სიჭინავა-ქარონის ნავში

ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დაბალკლასელები მეგრულად ვერ დამელაპარაკნენ
მეგრულს ვერ ფლობდა მეგრელი ბავშვი,
ეს უცოდველი პატარა კრავი,
მშობლები ჩასხდნენ ქარონის ნავში
და მეფის ნავში ჰგონიათ თავი.
მარტო ვარ, ახლოს არავინ არ ჩანს,
რომ დარდი ჩემი გაიზიაროს,
ჭოროხის იქით ლაზეთი დამრჩა,
და ენგურს გაღმა საბედიანო.
ვინ შემიცვალა ლხინი გლოვითა,
მე ხომ ყველასთვის სიკეთე მსურდა,
ეფუთის სიბრძნე გაქრა ხსოვნიდან,
ოქროს საწმისი მომპარა ქურდმა.
ბედით კოლხის და ბედით იბერის,
ქვეყნად არავინ არ დარდიანობს,
მეგრულ ენასაც გედის სიმღერით
ემშვიდობება სადადიანო.
მეგრულს ვერ ფლობდა მეგრელი ბავშვი,
ეს უცოდველი პატარა კრავი,
მშობლები ჩასხდნენ ქარონის ნავში
და მეფის ნავში ჰგონიათ თავი.

No comments:

Post a Comment

ლაშა გვასალია-ფხოსარე დო ბჟას ვონჭუქ

  ჩქიმ ხოსარს მუ ოხვარ გურჭუელო ერჩქინელს, უჭარ ლერსიშ ოფუტეს მუნაფეფშა მერჩქინელს... "ძია ბძირ დო კაკა ბძირ" აგოთანაშ ეზმოჯეს, ბო...