04/10/2013

ლაზური ენა თურქეთის სკოლებში არჩევითი საგანი გახდება!

http://www.for.ge/view_news.php?news_id=23806&news_cat=0

მივულოცოთ ლაზებსა და ერთმანეთსაც ეს უდიდესი ამბავი!

თურქეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლაზური ენა არჩევითი საგანი გახდება თურქეთის საშუალო სკოლებში 2013-2014 სასწავლო წელს. ამის შესახებ თურქული გამოცემა HurrietDailyNews იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს ლაზურ ენას "ცოცხალი ენებისა და დიალექტების" კურსის ფარგლებში შესთავაზებენ. კურსი ასევე შეიცავს ქურთულ, ჩერქეზულ და აფხაზურ ენებს. 

თურქეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მეხუთე კლასის მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, აირჩიონ ჩამოთვლილი ენებიდან ერთ-ერთი და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეისწავლონ ის. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლაზური ენის კურსი ასევე მოიცავს ინტერვიუების, ფილმებისა და მულტფილმების ყურებას ლაზურ ენაზე.

No comments:

Post a Comment

ლაშა გვასალია-ფხოსარე დო ბჟას ვონჭუქ

  ჩქიმ ხოსარს მუ ოხვარ გურჭუელო ერჩქინელს, უჭარ ლერსიშ ოფუტეს მუნაფეფშა მერჩქინელს... "ძია ბძირ დო კაკა ბძირ" აგოთანაშ ეზმოჯეს, ბო...